კონფიდენციალურობის პოლიტიკა
კომპანია „ფელინო მილანოს“ იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, მცხეთის ქუჩა, მეორე შესახვევი.
ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა გამოხატავს Felino Milano-ს ბრენდს.
გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა, რომელიც აღწერს ინფორმაციის დამუშავებას, მათ შორის მის შეგროვებას, გამოყენებას, გადაცემასა და განაწილებას, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ თქვენგან და თქვენს შესახებ, როდესაც ეწვევით ჩვენს ვებსაიტს, იყენებთ მობილურ აპლიკაციასა და სხვა ციფრულ პლატფორმებს, ეწვევით Felino Milano-ს მაღაზიას, უკავშირდებით ბრენდის წარმომადგენელს ტელეფონით ან სარგებლობთ სოციალური მედიის პლატფორმებით.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ეს მონაცემები ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს მომავალში პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის. ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა ასევე განმარტავს, თუ როგორ ვაგროვებთ ინფორმაციას ქუქი-ფაილებისა და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების საშუალებით, როდესაც სტუმრობთ ჩვენს პლატფორმებს.
1.1 ცვლილებები და დამატებები ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში
ფელინო მილანო იტოვებს უფლებას, დროდადრო შეიტანოს ცვლილებები და დამატებები ამ პირობებში ვებგვერდზე შესაბამისი ინფორმაციის განთავსებით.
1.2 რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენგან და რა მიზნით?
ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენგან შემდეგი გზებით:
რეგისტრაციისას თქვენ გვაწვდით გარკვეული სახის პერსონალურ ინფორმაციას, როგორიცაა თქვენი სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვა მონაცემები, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ მოგაწოდოთ თქვენს მიერ არჩეული სერვისები.
ჩვენ ასევე ვაგროვებთ თქვენგან პირად ინფორმაციას, როდესაც ჩვენთან ურთიერთობთ მიმოწერის საშუალებით, მაგალითად, როცა დაინტერესებული ხართ ჩვენი რომელიმე პროდუქტით ან მომსახურებით, გვიზიარებთ თქვენს მონაცემებს, ეწვევით კომპანიის ფილიალს ან უკავშირდებით Felino Milano-ს წარმომადგენელს ტელეფონით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სატელეფონო საუბრები შეიძლება ჩაიწეროს უსაფრთხოების, ტრენინგის, განვითარების და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით.
თუ გადაწყვეტთ გამოიყენოთ სოციალური მედიის პლატფორმა ან სხვა სერვისი ჩვენთან ურთიერთობისთვის, ჩვენ შევაგროვებთ ინფორმაციას, რომელსაც თქვენ აწვდით ამ პლატფორმებს.
თუ თქვენ შეუკვეთავთ ნივთს საჩუქრად ვინმესთვის, ჩვენ შეგვიძლია მოვითხოვოთ მიმღების სახელი და გვარი, პირადი ნომერი, საფოსტო მისამართი და ტელეფონის ნომერი, რათა გადავცეთ საჩუქარი.
გარდა ამისა, ჩვენ ავტომატურად ვაგროვებთ გარკვეულ ინფორმაციას ჩვენი პლატფორმის ვიზიტორების შესახებ, რომელიც აღწერილია ქვემოთ მოცემულ განყოფილებაში.
ზოგადად, ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენგან, რათა მოგაწოდოთ საუკეთესო მომსახურება და მუდმივად გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი.
1.3 მონაცემების გამოყენება
ჩვენ ვიყენებთ მონაცემებს:
- თქვენს კითხვებზე პასუხის გაცემისა და თქვენი მოთხოვნების შესრულებისთვის.
- თქვენთან ინფორმაციის გასაზიარებლად, მათ შორის ახალი ამბების, განცხადებებისა და ადმინისტრაციული შეტყობინებების, როგორიცაა შეკვეთის დადასტურება.
- მომსახურებისა და მსგავსი პროდუქციის იდენტიფიცირებისთვის, რომელიც თქვენ უკვე შეიძინეთ ან მოითხოვეთ.
- მარკეტინგული შეტყობინებების გამოსაგზავნად, რომლებიც დაკავშირებულია Felino Milano-სთან, ჩვენს პარტნიორებთან და მესამე მხარეებთან. ეს შეიძლება მოიცავდეს ელფოსტას, მიზნობრივ სარეკლამო მასალებსა და სოციალური ქსელების არხებს, რომლებიც შესაძლოა თქვენთვის საინტერესო იყოს. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ უარი თქვათ ასეთი ინფორმაციის მიღებაზე.
- ეფექტური მარკეტინგული საქმიანობის განვითარებისა და განხორციელებისთვის ჩვენი ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებით.
- იმისთვის, რომ მუდმივად გავაუმჯობესოთ Felino Milano-ს ბრენდი, მისი პლატფორმები, პროდუქტები, მომსახურება და შეთავაზებები.
- ლოიალურობის სისტემის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და მასში მომხმარებლების გაწევრიანებისთვის.
1.4 Cookies და სხვა ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ ავტომატურად
ფელინო მილანო იმახსოვრებს მომხმარებლების IP მისამართებს და იყენებს ქუქი-ფაილებსა და სხვა მსგავს ტექნოლოგიებს მომხმარებლებისა და მათი ქცევის შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად.
1.5 რა არის Cookies?
Cookies არის პატარა ტექსტური ფაილები, რომლებიც ინახება თქვენს კომპიუტერში, პლანშეტზე ან მობილურ მოწყობილობაზე. ისინი საშუალებას იძლევიან დაიმახსოვრონ თქვენი ქმედებები ყოველ ჯერზე, როცა თქვენ ეწვევით საიტს. ქუქი-ფაილები ფართოდ გამოიყენება ვებსაიტების მუშაობის უზრუნველსაყოფად, მათი ეფექტურობის გასაუმჯობესებლად და იმისათვის, რომ პლატფორმის მფლობელებს მიაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია.
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს, რომლებიც საშუალებას გვაძლევს მოგაწოდოთ მომსახურება, გავიხსენოთ თქვენი წარსული არჩევანი და თქვენს მიერ შეყვანილი ინფორმაცია, მაგალითად, თქვენი სასურველი ენა. ჩვენი პლატფორმების წარსულში გამოყენების საფუძველზე, ფელინო მილანო იყენებს ქუქი-ფაილებს შესრულების ოპტიმიზაციისთვის და უფრო აქტუალური შეთავაზებებისთვის. ჟურნალები გვეხმარება თქვენი ონლაინ აქტივობის იდენტიფიცირებაში, რათა შემოგთავაზოთ უფრო შესაბამისი სერვისები ან შევზღუდოთ რეკლამის რაოდენობა.
1.6 რეკლამა
პლატფორმები იყენებენ მესამე მხარის რესურსებს, როგორიცაა სარეკლამო ქსელები და სარეკლამო ბირჟები. ჩვენი პლატფორმების დატოვების შემდეგ, მესამე მხარის პლატფორმებზე შეიძლება შეგხვდეთ ჩვენი რეკლამა.
ჩვენ ვიყენებთ მესამე მხარის ანალიტიკას და სხვა სერვისებს, რათა მივიღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იყენებთ პლატფორმას, ხედავთ რეკლამებს და რამდენად ეფექტურია პირდაპირი მარკეტინგული კამპანიები. ეს საშუალებას გვაძლევს ჩვენ და/ან მესამე მხარეებს გავლენა მოვახდინოთ სარეკლამო მასალების შინაარსზე, რომელსაც მომავალში გამოგიგზავნით.
ონლაინ რეკლამა არის სარეკლამო მასალები, რომლებიც განთავსებულია რეკლამის მომწოდებლის, ანუ მესამე მხარის მიერ. ის ეფუძნება ჩვენი პლატფორმის გამოყენებასა და აგრეთვე მომხმარებლების მიერ სხვადასხვა საიტების გამოყენებას. ეს გვეხმარება სამიზნე მომხმარებელთა ჯგუფების იდენტიფიცირებაში, ახალი პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებისას, ასევე ჩვენი აუდიტორიისთვის უფრო აქტუალური კონტენტისა და მომსახურების შეთავაზებაში.